სამცხე-ჯავახეთის
ბიომრავალფეროვნება
სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული რეგიონი ორ ძირითად ბუნებრივ სისტემას მოიცავს: ეს არის მდინარე მტკვრის
ხეობა თავისი შენაკადებით ( ფოცხოვი, წინუბნისწყალი, ბორჯომულა) და ჯავახეთის ზეგანი.
მდინარე მტკვრის ხეობა ფორმირებულია მესხეთის, არსიანის
და ერუშეთის ქედებით. კლიმატი ზომიერი, ტენიანი მთის ტყეებისაა. ხეობა მდიდარია ენდემური
ფლორით და ფაუნით. გარდა ისეთი მსხვილი ძუძუმწოვრებისა
როგორებიცაა : დათვი, მგელი, მელა, ფოცხვერი, გარეული კატა, თეთრი და ყვითელყელა კერნები,
მაჩვი, წავი, არჩვი, ირემი, შველი, გარეული ღორი, ხეობაში ბინადრობს რამოდენიმე ენდემური
სახეობის მემინდვრია, ბიგა და თხუნელა. აგრეთვე რამდენიმე ენდემური ამფიბია- კავკასიური
სალამანდრა, კავკასიური გომბესშო , კავკასიური ჯვარულა. აქვე ბინადრობენ ენდემური რეპტილიები:
ართვინის, აჭარული და წითელ მუცელა კლდის ხვლიკები, აგრეთვე ულამაზესი კავკასიური გველგესლა.
მცირე კავკასიონის ქედების სამხრეთით განლაგებულია უზარმაზარი ვულკანური პლატო. ჩრდილოეთით მას ზღუდავს თრიალეთის
ქედი ხოლო აღმოსავლეთით - სამსარიასა და ჯავახეთის ვულკანური ქედები. სამსარის ქედის
აღმოსავლეთის წალკის ზეგანია განლაგებული. ჯავახეთის ზეგანზე მდებარეობს საქართველოს
უდიდესი ტბები - ფარავანი, ტაბაწყური, ხანჩალი, კარწახი, საღამო, მადატაფა. მათ გარდა
მრავალი მცირე ტბა სამსარის ქედზეა გაფანტული. ჯავახეთის ლანდშაფტი თავისებურია. თავად
პლატო, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა, დიდწილად ათვისებულია. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრიშით - ძირითადი კულტურებია
მარცვლოვანები და კარტოფილი საკმაოდ გა ნვითარებულია მესაქონლეობა. ამასთან ქედები
რომლებიც პლატოს აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ზღუდავენ, ნაკლებადაა ათვისებული. აქ
ბუნებრივი ლანდშაფტები ჭარბობს: ლოდებით მოფენილი მთის ფერდობები, დეკას რაყა, ტორფიანი
ჭაობები, ალპური მდელიები. მცენარეულ საფარში მრავლარიცხოვანია ორქიდეები, განსაკუთრებით
გვარ Dactylorhyza-ს წარმომადგენლები. ხევებში
ნახავთ ასკილის ბუჩქებს და ლოკალურად, მაღალმთიანეთისთვის დამახასიათებელ მცირე მზომის
არყებს, ვერხვს. ფიჭვნარები აქ ხხელოვნურადაა მოშენებული და ხალებრივადაა გავრცელებული.
გაცილებით უფრო მრავალფეროვანია ჯავახეთის ზეგნის ფაუნა.
ზოგიერთი სანადირო ცხოველი საკმაოდ ჩვეულებრივია საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით.
კურდღელი და, განსაკუთრებით მელა, მრავალრიცხოვანია. მგელიც არაა იშვიათი. კარტოფილისა
და მარცვლოვნების მინდვრები თავშესაფრითა და საკვებით უზრუნელყოფენ მღრღნელებს. ჩვეულებრივ
მემინდვრიასთან ერთად აქ შეხვდებით ისეთ მღრღნელს რომელსაც ვერ ნახავთ საქართველოს
სხვა რეგიონებში: ბურცას (Nannospalax nehringi). ეს საკმაოდ დიდი (ზღაბისოდენა) მღრღნელია, რომელიც მიწის ქვეშ ბინადრობს და მცენარეების ფესვებით იკვებება.
მთებში ფაუნა უფრო მრავალფერვანია. აქ შეხვდებით რამოდენიმე სახეობის მემინდვრიებს.
ჩვეულებრივია კლდის ხვლიკები, რომლებიც წარმოადგენენ კავკასიისათვის ენდემურ ჯგუფს. მრავალრიცხოვანი
და ფართოდ გავრცელებულია ჯავახეთში ბაყაყის ორი სახეობა ტბორის ბაყაყი ( Rana
ridibunda) და მცირეაზიური მურა ბაყაყი (Rana macrocnemis), რომელიც ცხოვრების დიდ
ნაწილს ხმელეთზე ატარებს. ის ჯავახეთში განსაკუთრებული ქვესახეობითაა წარმოდგენილი,
რომელიც შეგუებულია მაღალმთიანეთის პირობებს.
ჯავახეთის ზეგანს მდინარე ფარავნის აუზი ორ სამხრეთ
და ჩრდილოეთ ნაწილად ჰყოფს. ჯავახეთის სამხრეთის ფაუნას ემატება რამოდენიმე სახეობა,
რომელიც თრიალეთის ქედის მიდამოებში არაა შემჩნეული. ესენია უაღრესად ლა აზი შეფერილობის
ვალენტინის კლდის ხვლიკი (Darevskia
valentini), ერთსქესიანი ხვლიკი Darevskia unisexualis, საერთაშორისო წითელ
წიგნში შეტანილი დარევსკის გველგესლა ( Vipera darevskii), რომელიც მთელ მსოფლიოში
მხოლოდ ჯავახეთის ქედზეა აღნიშნული. აქვე ბინადრობს ძალზე იშვიათი კვერნისნაირი მტაცებელი
- ჭრელტყავა (Vormela peregusna).
სამცხე-ჯავახეთი განსაკუთრებულად ფრინველთა ნაირფეროვნებით
გამოირჩევა. აქ 200-მდე სახეობის ფრინველი
ბუდბს, ზამთრობს ან ჩერდება სეზონური მიგრაციების დროს. მრავალ მათგანს საერთაშორისო
მნიშვნელობა აქვს - შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ წიგნში და აფრიკა-ევრაზიის
გადამფრენი ფრინველების კონვენციის სიებსში. ფრინველთა მრავალფეროვნების და მრავალრიცხოვნების
გამო სამცხე ჯავახეთი ბიომრავალფეროვნებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონად
ითვლება საქართველოში და მთლიანად კავკასიაში, რაც დადასტურებული იქნა სხვადასხვა საერთაშორისო
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული შეფასებებებით. ჟავახეთის ზეგანის ტბები კი საერთაშორისო
მნიშვნელობის ჭარბტენიან ეკოსისტემებს მიეკუთვნება.